ბილეთები

თქვენი რეკლამის ადგილი

აირჩიეთ კატეგორია:

AM

A, A1

B, B1

ბილეთების რაოდენობა : 318

#214

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. თუ არსებობს ველობილიკი და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს უფლება აქვთ გადაადგილდეს მასზე, თუმცა არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და მოპედების მოძრაობა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე -2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას უნდა იმყოფებო დეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.

შეიძლება თუ არა ქვეითი გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში?
1 შეიძლება, ამასთან გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას იგი უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს
2 არ შეიძლება

#334

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
1 მხოლოდ დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება
2 მხოლოდ ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
3 როგორც დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ასევე ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

#335

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მიიღოს ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
1 მხოლოდ მიიღოს საჭირო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
2 მხოლოდ მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
3 მხოლოდ ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები
4 შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება

#390

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა). ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა არის მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ასევე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.

რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?
1 ოთხი
2 სამი
3 ორი
4 ერთი

#391

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა). ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა არის მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ასევე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.

რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?
1 ერთი
2 ორი
3 სამი
4 ოთხი

#878

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დაურწმუნდება, რომ ის იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე.

ქვეითთა გადასასვლელზე შესვლამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:
1 გადასასვლელის ზედაპირი არ არის მოყინული
2 გადასასვლელზე საპირისპირო მიმართულებიდან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
3 იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე

#879

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 84-ე პუნქტის თანახმად, უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.

უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:
1 საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება
2 საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით

#883

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.

„არასაკმარის ხილვადობად“ ითვლება გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:
1 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
2 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
3 600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

#884

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

„გამყოფი ზოლი“ არის:
1 გზის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება
2 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს გზის სავალი ნაწილი
3 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის

#888

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.

„გზაჯვარედინი“ არის:
1 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით
2 მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა
3 სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა

#902

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად, „მოძრაობის ზოლი“ - გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე.

„მოძრაობის ზოლი“ არის:
1 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს
2 მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი
3 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე

#918

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 89-ე პუნქტის თანახმად, „შეზღუდული ხილვადობა“ - გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.

„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
1 გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
2 გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას

#949

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი.

იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:
1 გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი
2 გამყოფი ზოლის მარჯვნივ არსებული სავალი ნაწილი
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი

#961

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფრის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ იგი მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.

თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის იმყოფება:
1 მეორეხარისხოვან გზაზე
2 მთავარ გზაზე
3 ავტომაგისტრალთან გათანაბრებულ გზაზე

#962

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.

თუ გზაზე საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებულ საგზაო ნიშნის მოთხოვნებს მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1 სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნები
2 საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები

#1340

თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.

თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1 ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
2 ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას

#1341

თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.

თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1 ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
2 მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძელოს მოძრაობა
3 შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის

#829

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1 იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2 ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
3 მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე

#940

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1 იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2 ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
3 მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე

#256

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის 1.1, 1.2 და 1.41- 1.46 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი: 1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი" − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.2. „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი"−იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.4.1–1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება" − დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ამავე დანართის პირველი თავის შენიშვნის „ა" და „ვ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე; ვ) ნიშნები 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანს შორის.

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?
1I
2II
3III
4IV

#601

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი" - იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს შლაგბაუმიან რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
1I
2II
3III
4IV

#606

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი", 1.24 „ბავშვები" და 1.26 „საგზაო სამუშაოები" ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დასახლებელ პუნქტში?
1მხოლოდ I და II
2ყველა
3მხოლოდ II და III
4მხოლოდ II და IV

#615

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „დ" ქვეპუნქტის თანახმად 1.26 „საგზაო სამუშაოები" ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10−15 მეტრ მანძილზე, 8.1.1 დაფის გარეშე.

მოცემული საგზაო ნიშანი, 8.1.1 (მანძილი ობიექტამდე) დაფის გარეშე სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას, სამუშაოს ჩატარების ადგილიდან იდგმება:
130 მეტრის მანძილზე
210-15 მეტრის მანძილზე
350 მეტრის მანძილზე

#625

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.12.1 და 1.12.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.12.1, 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი" - აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 – მარჯვნივ, 1.12.2 – მარცხნივ.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდულ ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს?
1I
2II
3III
4IV

#628

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.14 „ციცაბო დაღმართი" - იძლევა გაფრთხილებას ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე?
1I
2II
3III
4IV

#630

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.16 „მოლიპული გზა" - აღნიშნავს გზის მოლიპულ მონაკვეთს, რომლზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მოლიპულ მონაკვეთს, რომლზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია?
1I
2II
3III
4IV

#631

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.17 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა" - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია – ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ..

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია?
1მხოლოდ II და III
2მხოლოდ III
3მხოლოდ I
4მხოლოდ I და IV

#635

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება" - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება ორივე მხრიდან?
1I
2II
3III
4IV

#639

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.23 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი" - იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს საგზაო ნიშნით (5.19.1 ან 5.19.2) ან/და საგზაო მონიშვნით (1.14.1-1.14.3) აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?
1I
2II
3III
4IV

#642

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.26 „საგზაო სამუშაოები" - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოები?
1I
2II
3III
4IV

#650

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.34 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.34 „სხვა საფრთხეები" - გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი სახის საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით?
1I
2II
3III
4IV

#652

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.36.1 და 1.36.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.36.1 და 1.36.2 „მოხვევის მიმართულება" - მიუთითებს "T"-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ), ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს "T"-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას, ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებში - შემოვლის მიმართულებას?
1I
2II
3III
4IV

#653

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა" - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?
1I
2II
3III
4IV

#1793

განმარტება მალე დაემატება

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს
1მხოლოდ A და B ადგილას
2მხოლოდ B ადგილას
3როგორც A, ასევე B და C ადგილას
4მხოლოდ B და C ადგილას

#655

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული” - გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინმთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს?
1 I
2 II
3 III
4 IV

#657

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან გადაკვეთას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?
1 I
2 II
3 III
4 IV

#659

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?
1 მხოლოდ II და III
2 მხოლოდ I და IV
3 ყველა
4 არცერთი

#660

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს?
1 I
2 II
3 III
4 IV

#663

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.4 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”- უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8. 13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არაა უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა, ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ).

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით
2 კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
3 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს

#666

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” - ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ანიჭებს მძღოლს უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას?
1 I
2 II
3 III
4 IV

#668

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ამავე კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?
1 მხოლოდ II და IV
2 მხოლოდ I და III
3 არცერთის
4 ყველას

#670

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ პუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია:, 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზებთან გადაკვეთა”, 1.7.2, 1.7.3 და 1.7.7„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“.

თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:
1 50-100 მეტრის მანძილზე
2 100-150 მეტრის მანძილზე
3 150-300 მეტრის მანძილზე
4 300-400 მეტრის მანძილზე

#255

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.25 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.25 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული" − 3.24 ნიშნის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა") მოქმედების ზონის დასასრული.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით
2აღნიშნავს მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
3მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდირებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე

#691

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.10 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია". - კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1აფრთხილებს გზაზე ბავშვების გამოჩენის შესაძლებლობის შესახებ
2კრძალავს ქვეითთა მოძრაობას
3აღნიშნავს საცხოვრებელი ზონის დასასრულს

#716

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია" - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას?
1I
2II
3III
4IV

#738

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.30 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში" - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში?
1I
2II
3III
4IV

#1793

განმარტება მალე დაემატება

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს
1მხოლოდ A და B ადგილას
2მხოლოდ B ადგილას
3როგორც A, ასევე B და C ადგილას
4მხოლოდ B და C ადგილას

#621

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.8 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა” - იძლევა გაფრთხილებას 4.3 „წრიული მოძრაობა” ნიშნით აღნიშნულ წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს მძღოლს წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე?
1მხოლოდ I და II
2მხოლოდ II
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ I და IV

#1161

ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუმცა კონკრეტულ ზოლებს აქვს მნიშვნელობა.

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#1163

საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ მიუთითებს დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
3ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

#486

ნიშანი 5.13.2 მიუთითებს სამარშრუტო ზოლის მქონე გზაზე გასვლას. მძღოლს შეუძლია იმოძრაოს პირდაპირ ან მობრუნდეს, მაგრამ აკრძალულია სამარშრუტო ზოლში (მარჯვნივ) შესვლა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
1მხოლოდ A და C მიმართულებით
2მხოლოდ B და C მიმართულებით
3მხოლოდ A და B მიმართულებით
4მხოლოდ A მიმართულებით

#488

ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლისას, სადაც არის სამარშრუტო ზოლი, სხვა ავტომობილებს შეუძლიათ იმოძრაონ ყველა მიმართულებით, გარდა თავად სამარშრუტო ზოლისა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
1მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
3მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
4მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

#778

ნიშნები 5.7.1 და 5.7.2 „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” იდგმება გზაჯვარედინის წინ და მიუთითებს, რომ გადამკვეთ გზაზე მოძრაობა ცალმხრივია.

მოცემული საგზაო ნიშნები:
1მიუთითებენ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას
2აღნიშნავენ მოძრაობის ზოლის დასაწყისს
3აღნიშნავენ ავტობუსების მოძრაობისათვის გამოყოფილ ზოლს

#779

ნიშანი 5.8 „რევერსული მოძრაობა“ აღნიშნავს გზის მონაკვეთს, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს საპირისპიროდ სპეციალური შუქნიშნების მეშვეობით.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს რევერსული მოძრაობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისს?
1I
2II
3III
4IV

#796

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.27 და 5.29 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 5.27 „ზონა დგომის შეზღუდვით“ და 5.29 „რეგულირებადი სადგომის ზონა“ აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა?
1მხოლოდ II და IV
2მხოლოდ IV
3მხოლოდ I და II
4მხოლოდ III

#800

თუ გზაზე დგას 5.15.1 ან 5.15.2 ნიშნები, მოხვევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ნიშნით მითითებული ზოლიდან. ამ დროს ტრამვაის ლიანდაგზე ასვლა და იქიდან მოხვევა აკრძალულია.

ისრის მიმართულებით მოძრავი, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
2მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
3მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

#1185

ნიშანი 6.13 მიუთითებს საერთაშორისო გადაზიდვების კონტროლის პუნქტზე.

მოცემული საგზაო ნიშანი იძლევა ინფორმაციას:
1საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტის არსებობის შესახებ
2საპატრულო პოლიციის საგუშაგოს არსებობის შესახებ

#1216

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20. „გასწრება აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.16 პუნქტის თანახმად, დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:
1დღე-ღამის ბნელ დროს
2ღრუბლიან ამინდში
3როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია

#1242

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.17 პუნქტისა და ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა” - გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.. 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. ამავე დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ:
1400 მეტრის მანძილზე უსწორმასწორო გზაა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით
2400 მეტრის შემდეგ იწყება უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით
3150-300 მეტრის შემდეგ იწყება 400 მეტრის სიგრძის უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ სიჩქარით

#3

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა" და „ე" ქვეპუნქტების თანახმად, შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას; ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2მოტოციკლის მძღოლს

#8

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მოტოციკლის მძღოლს
2მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

#108

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
2ტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლებმა

#142

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:
1A მიმართულებით
2B მიმართულებით
3როგორც A, ასევე B მიმართულებით

#148

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის თანახმად: 2. შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
2მხოლოდ მარჯვნივ
3მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
4ნებისმიერი მიმართულებით

#150

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული

#151

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ყველა შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება

#153

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ.

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება

#157

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

რომელი მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა წითელი ავტომობილის მძღოლმა შუქნიშნების ამ სიგნალზე?
1მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
2მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
3მხოლოდ მარცხნივ
4მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

#167

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება

#168

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ" ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული
3არ არის ვალდებული თუ არ შეაფერხებს საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს

#169

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ" ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული

#176

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.

თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით
2გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებით

#177

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.

თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
2შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით

#186

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.

აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ" ხაზთან?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება

#1276

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ" ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქ სიგნალზე?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული

#1278

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ" ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული

#1649

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:
1გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
2გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
3გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა

#33

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1მოტოციკლის მძღოლს
2ავტობუსის მძღოლს
3მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

#38

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან.

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1მხოლოდ A, B და C მიმართულებით
2მხოლოდ B და D მიმართულებით
3მხოლოდ A, C და D მიმართულებით
4A, B, C და D მიმართულებით

#44

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა¬პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1მხოლოდ ტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლები
2მხოლოდ ტრამვაისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის მძღოლები

#200

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.

რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1ორივე ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ ავტობუსის მძღოლს
3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
4არცერთი ავტომობილის მძღოლს

#205

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

მარეგულირებლის ამ სიგნალზე ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
3არცერთი ავტომობილის მძღოლს
4ორივე ავტომობილის მძღოლს

#206

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე; ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი.

რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის უფლება ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
2მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
3მხოლოდ პირდაპირ

#209

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრა ოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავი დეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
3მხოლოდ მოტოციკლისა და ავტობუსის მძღოლებს
4ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

#216

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე.

თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობის, ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩედრეს:
1დაუყოვნებლივ ყოფნის ადგილას
2მისთვის მოსახერხებელ ადგილას
3მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილას

#217

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი სიგნალს აძლევს: ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით; ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით; გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“; დ) ხელით; ე) წითელი ან ყვითელი ალმით; ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.

მარეგულირებელმა შეიძლება სიგნალი მისცეს:
1მხოლოდ შავი და თეთრი ზოლებიანი ხელკეტით, ან წითელი შუქამრეკლი დისკით
2მხოლოდ ხელით ან დისკით, რომელზეც გამოსახულია საგზაო ნიშანი - მოძრაობა აკრძალულია
3მხოლოდ წითელი ან ყვითელი ფერის ალმებით, ან წითელი სინათლის მოძრაობით
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებით

#427

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
1გააგრძელოს მოძრაობა
2გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
3გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
4გაჩერდეს შუქნიშანთან

#428

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
1გააგრძელოს მოძრაობა
2გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
3გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
4გაჩერდეს შუქნიშანთან

#875

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან.

თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლები უნდა გაჩერდნენ:
1მარეგულირებელის წინ
2ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან
3საპირიპირო მიმართულების ზოლზე

#955

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.

თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1მხოლოდ პრიორიტეტის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
2არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით

#1282

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?
1მხოლოდ პირდაპირ
2მხოლოდ მარცხნივ
3მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
4ყველა მიმართულებით

#161

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ.

ერთობლივად ჩართული შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები:
1კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ
2რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას გზის მონაკვეთზე საფრთხის არსებობის შესახებ

#1005

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან:
1დაუყოვნებლივ გაჩერდნენ ყოფნის ადგილას
2გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ
3გადაჯგუფდნენ თანმხვედრი მიმართულების უკიდურეს მარცხენა ზოლზე

#1006

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.

ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, მძღოლმა უნდა:
1განაგრძოს გზა სიჩქარის შეუცვლელად
2შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერების შესაძლებლობა
3გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული ადგილი

#1008

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.

სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი გამოიყენება:
1საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მოსაპოვებლად
2ყურადღების მისაპყრობად, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის

#1018

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიულ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1ჯერ უნდა გაიაროს რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა
2ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა
3ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა

#356

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-26 პუნქტის თანახმად იძულებით გაჩერება არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.

სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
1მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
2მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
3მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე

#964

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.

საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია:
1შეანელოს სიჩქარე, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
2ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნოს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აღნიშნული პრობლემის შესახებ
3მოძრაობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდგენის შემდეგ
4ჩართოს შორი განათების ფარები

#1040

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2, პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. 3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.

დაუსახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
115 მეტრის მანძილზე
220 მეტრის მანძილზე
330 მეტრის მანძილზე

#306

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია:
1მისცეს ხმოვანი სიგნალი და იმოძრაოს არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით
2ჩართოს ახლო ნათების ფარები და ქვეითთა ყურადღების მისაპყრობად მისცეს ხმოვანი სიგნალი
3გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს

#410

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.

მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით ან ხელით მიცემული სიგნალი მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
3არ ანიჭებს უპირატესობას, არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან

#411

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.

მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე, შესაბამისი მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით სიგნალი უნდა მიეცეს:
1მანევრის დაწყებისას და შეწყდეს მანევრის დასრულებამდე
2დროულად, მანევრის დაწყების წინ და შეწყდეს დაუყოვნებლივ მისი დასრულებისთანავე

#821

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მ ონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები.

არის თუ არა ვადებული მძღოლი, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითი ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული

#830

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.

არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:
1ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს

#929

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.

მანევრის დაწყებამდე შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ჩართვა მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
3არ ანიჭებს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან

#931

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1ხმოვანი სიგნალი
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3საავარიო შუქსიგნალიზაცია
4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა

#932

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1ხმოვანი სიგნალი
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3საავარიო შუქსიგნალიზაცია
4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა

#934

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.

ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1საცხოვრებელ ზონაში
2მიმდებარე ტერიტორიაზე
3ეზოს ტერიტორიაზე
4ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას

#968

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად.

არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ხორციელდება:
1საავარიო შუქსიგნალიზაციასთან ერთად
2შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად
3მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად

#979

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა.

შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:
1როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა
2საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას
3თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია

#980

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას.

დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:
1უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები
2უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები
3უნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები

#988

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.

სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:
1მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
2მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

#1725

ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
2მხოლოდ საბურავების
3მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის

#1731

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ. მოტოჩაფხუტზე ბზარების გაჩენის შემთხვევაში მოტოციკლეტის მძღოლმა უნდა შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი (ბზარებიანი მოტოჩაფხუტი) ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას.

მოტოჩაფხუტზე ბზარის გაჩენის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
1მოტოჩაფხუტის ქვეშ დაიხუროს ნაჭრის ქუდი
2ბზარი დააწებოს და მოტოჩაფხუტი გადაღებოს
3შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას

#10

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის 4.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.3 „წრიული მოძრაობა" - რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მობრუნების მანევრი შეასრულოს:
1მხოლოდ A მიმართულებით
2მხოლოდ B მიმართულებით
3როგორც A, ასევე B მიმართულებით

#359

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ ენიჭება უპირატესობა რუხი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ მოტოციკლის მიმართ
2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც მოტოციკლის, ასევე თეთრი ავტომობილის მძღოლის მიმართ
4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ

#395

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება:
1მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2მარცხნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

#396

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება

თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას უახლოვდება:
1მარჯვნიდან
2მარცხნიდან

#404

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.

რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარცხნივ მოხვევის სიგნალი?
1I
2II
3III

#405

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.

რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარჯვნივ მოხვევის სიგნალი?
1I
2II
3III

#406

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.

რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული დამუხრუჭების სიგნალი?
1I
2II
3III

#462

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.

დასახლებულ პუნქტში სამარშუტო ავტობუსის მძღოლი იწყებს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1როგორც უპირატესობის მქონემ, სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა
2შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს

#464

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება, დაუსახლებელ პუნქტში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი იწყებს გამოსვლას გასაჩერებელი პუნქტიდან?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

#468

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „ა" პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი -მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება.

ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#941

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.

დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
2სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
3ნებისმიერი მოძრაობის ზოლი

#947

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.

საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
1მარცხენა მხარეს
2მარჯვენა მხარეს
3როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს

#950

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.

თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა

#951

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით

#1048

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ", „გ" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:
1გზაჯვარედინზე
2ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ
3რკინიგზის გადასასვლელზე
4გვირაბში

#264

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ადგილებზე მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება.

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გასწრება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#265

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. ნებადართულია მხოლოდ უშუალოდ გვერდულასთან განლაგებულ საწარმოსთან ტვირთის მიმტანი სატრანსპორტო საშუალების მიდგომა, თუ სხვა შესაძლებლობა არ არსებობს.

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება

#270

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა" და „ა.ბ" ქვეპუნქტების თანახმად, გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.5 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს; 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

აქვს თუ არა მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება

#271

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა" და „ა.ბ" ქვეპუნქტების თანახმად, გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

აქვს თუ არა რუხი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება

#280

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ მოძრაობა არ რეგულირდება შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან სიჩქარე სათანადოდ უნდა შეამციროს. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ქვეითთა გადასასვლელთან მომავალ ან გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით. ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება აკრძალულია, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს

#282

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა პრიორიტეტული გზიდან გასწრებისა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ეს აკრძალვა არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#283

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა პრიორიტეტული გზიდან გასწრებისა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ეს აკრძალვა არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#285

განმარტება მალე დაემატება:

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მანძილი აღმართის ბოლომდე 80 მეტრია?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს

#294

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია გასწრების სიგნალი; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს და რომ მოძრაობის ზოლი საკმარის მანძილზე თავისუფალია.

გასწრების დაწყების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
1მხოლოდ იმაში, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია
2მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას
3მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია, ამასთან ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში

#296

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ქვეითთა გადასასვლელთან მომავალ ან გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.

დასაშვებია თუ არა იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც უახლოვდება სავალ ნაწილზე შესაბამისად აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელს, ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ?
1დასაშვებია თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ მოძრაობს ქვეითი, ამასთან მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითების აღმოჩენის შემთხვევაში
2ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე მათ წინ არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე გასწრება დაუშვებელია
3დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, იმ გზაზე სადაც ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 60 კმ/სთ-ზე მეტია

#298

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#299

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით განსაზღვრულ ადგილზე. საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება მოტოციკლით გვერდითი მისაბმელის გარეშე.

ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
1მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
3ორივე ავტომობილის მძღოლი

#304

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით განსაზღვრულ ადგილზე. საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მოპედი - 35 კმ/სთ სიჩქარით?
1მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ ავტობუსის მძღოლს
3როგორც ავტობუსის მძღოლს, ასევე ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
4არცერთი ავტომობილის მძღოლს

#309

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინები თ გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი 1.12.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.12.2, „სახიფათო მოსახვევი” აღნიშნავს აღნიშნავს მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს - მარცხნივ.

ეკრძალება თუ არა მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ მოცემულ გზის მონაკვეთზე ხილვადობა შეზღუდულია?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#313

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვერდის ასაქცევი ადგილი სავალი ნაწილის გასწვრივ ისეა განლაგებული, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებდა მის წინ მდებარე ასაქცევ ადგილზე გაჩერებას, რითაც გამოირიცხებოდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობის აუცილებლობა. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15 „ციცაბო აღმართი”- იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2სატვირთო ავტომობილის მძღოლს

#316

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „მ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად ავარიული სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის მიზეზით და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.

გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად ავარიული სიტუაცია იქმნება:
1მხოლოდ დისტანციის დაუცველობის გამო
2მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო
3როგორც დისტანციის დაუცველობის, ასევე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო

#426

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი მძღოლი აპირებს გასწრებას, გარდა მარცხენა მხრიდან გზიდან გასვლის შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარე.

გარდა გზიდან მარცხენა მხრიდან გასვლის შემთხვევისა, მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი მძღოლი აპირებს გასწრებას ვალდებულია:
1მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და გაზარდოს სიჩქარე
2დაიკავოს თანმხვედრი მიმართულების უკიდურესი მარცხენა მხარე და შეამციროს სიჩქარე
3შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარე

#438

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.

ეკრძალება თუ არა გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#506

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალება გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის მიღმა გადაადგილება. სავალ ნაწილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად.

ისრით ნაჩვენები რომელი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში დაარღვევს მოპედის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს?
1მხოლოდ A მიმართულებით
2როგორც A, ასევე B მიმართულებით
3მხოლოდ B მიმართულებით

#507

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალება ამ ზოლის მიღმა გადაადგილება. ველობილიკის არარსებობისას, თუ სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება დასაშვებია ქვეითთა მოძრაობის შეუფერხებლად. მოპედით ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1მხოლოდ ველოსიპედის მძღოლს
2მხოლოდ მოპედის მძღოლს
3ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

#508

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა" — აღნიშნავს ტერიტორიას, სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.

ეკრძალება თუ არა მოპედის მძღოლს 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა ისრის მიმართულებით?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#510

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედებისა ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.5 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს; 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ მოტოციკლების მძღოლები
3არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

#885

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გასწრება — დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.

„გასწრება" ნიშნავს:
1დაკავებული ზოლიდან გამოსვლით, იმავე ზოლში თანხვედრი მიმართულებით, წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას
2თანხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფ მოძრაობას, ვიდრე სავალი ნაწილის ნაპირთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა
3მეზობელ მოძრაობის ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევას

#926

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გასწრება — დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.

საგზაო მოძრაობის დროს ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ, მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2არ ანიჭებს უპირატესობას
3არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
4ანიჭებს უპირატესობას საგზაო მოძრაობის იმ კონკრეტულ მონაწილესთან შედარებით, ვის მიმართაც გამოიყენება აღნიშნული ხმოვანი და მანათობელი სიგნალები

#954

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ადრე დაკავებულ ზოლში დაბრუნების შესაძლებლობა.

თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც გასწრების დაწყებამდე მძღოლს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, მძღოლი ვალდებულია:
1გაზარდოს სისწრაფე, რათა დროულად დაასრულოს გასწრების მანევრი
2მისცეს ხმოვანი სიგნალი და გააგრძელოს გასწრების მანევრის შესრულება
3შეწყვიტოს გასწრება

#251

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები: ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა, რათა საჭიროების შემთხვევაში შეამციროს სიჩქარე ან გაჩერდეს.

ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
1მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
2მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
3მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა

#860

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა.

დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1არა უმეტეს 2 წამისა
2არანაკლებ 2 წამისა
3არა უმეტეს 5 წამისა
4არანაკლებ 7 წამისა

#861

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა.

დაუსახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1არა უმეტეს 4 წამისა
2არანაკლებ 3 წამისა
3არანაკლებ 6 წამისა
4არა უმეტეს 9 წამისა

#862

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა.

დასახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1არა უმეტეს 2 წამისა
2არანაკლებ 4 წამისა
3არანაკლებ 6 წამისა
4არანაკლებ 9 წამისა

#863

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა.

დაუსახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1არა უმეტეს 4 წამისა
2არანაკლებ 6 წამისა
3არანაკლებ 9 წამისა
412 წამზე ნაკლები

#899

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია შეჯახების თავიდან ასაცილებლად. მოძრაობის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გვერდითი ინტერვალის დაცვაც. გასწრებისას ყველაზე ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო.

ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?
1მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება
2მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არასათანადოდ დაცული დისტანცია
3მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

#1307

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება.

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:
1იზრდება
2მცირდება
3არ იცვლება

#1381

სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?
1მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
2მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
3მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე

#315

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:
1სიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
2მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი

#357

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:
1მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
2მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
3მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო

#496

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „დ" პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავი უნდა გამორთოს.

დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?
1დასაშვებია
2არ არის დასაშვები

#959

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა", „ბ" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.

სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:
1გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
2გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
3ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია

#1036

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
1მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
3როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული

#1043

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა", „ბ" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.

სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:
1გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
2გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
3ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია

#12

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის 2.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა" - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.13 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.13. აღნიშნავს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა უნდა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2მოტოციკლის მძღოლს

#20

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით, არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდნეს და გაატაროს ქვეითები.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ვალდებული, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზა დაუთმოს ქვეითებს?
1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
3მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
4სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

#30

საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
2ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მოტოციკლმა
3ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა

#49

საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართს
2მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ ავტობუსისა და მოტოციკლის მძღოლების მიმართ

#70

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ყვითელი ავტომობილის მძღოლს
2მოტოციკლის მძღოლს

#71

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა და ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
2ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - მოტოციკლმა
3ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - მსუბუქმა და სატვირთო ავტომობილებმა

#80

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
2ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
3ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა

#86

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ

#171

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს. მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ქვეითების მიმართ, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე გადადიან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად ან იქიდან გადმოსხდომის შემდეგ.

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული

#504

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ჯერ უნდა გაიაროს მოპედმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
2ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მოპედმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
3ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოპედმა

#512

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული" - მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ჯერ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ველოსიპედმა
2ჯერ უნდა გაიაროს ველოსიპედმა, შემდეგ - მწვანე ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
3ჯერ უნდა გაიაროს წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა

#963

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.

აქვს თუ არა უფლება მძღოლს გავიდეს გზაჯვარედინზე, რომელზეც შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით განივი მიმართულებით მოძრაობისთვის შექმნას დაბრკოლება?
1აქვს უფლება, თუ შუქნიშნის სიგნალი იძლევა მოძრაობის უფლებას
2არ აქვს უფლება

#1025

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიულ ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა
2ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა
3ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა

#1250

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.7 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.7 წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით - აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

გზაჯვარედინზე, მოცემული საგზაო მონიშვნის არსებობისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:
1მხოლოდ A მიმართულებით
2მხოლოდ B მიმართულებით
3მხოლოდ C მიმართულებით
4როგორც A და B, ასევე C მიმართულებით

#1698

თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.

თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
2მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
3სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა

#162

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად შეიძლება მიეცეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს დამატებით ამცნობს რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.

რკინიგზის გადასასვლელზე, შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად მიცემული ხმოვანი სიგნალი, მოძრაობის მონაწილეებს დამატებით აწვდის ინფორმაციას:
1გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ
2გადასასვლელზე მოძრაობის გაგრძელების უფლების შესახებ

#179

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ" ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

რკინიგზის გადასასვლელზე ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე, ან ერთი მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს:
1ეკრძალებათ მოძრაობა
2უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ ამასთან ვალდებულები არიან დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე

#180

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ" ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

თუ რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამორთულია:
1მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა)
2მოძრაობა აკრძალულია

#412

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ" ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

მოცემულ სიტუაციაში, მძღოლს:
1უფლება აქვს, სიფრთხილის ზომების დაცვით, თვითონ გახსნას შლაგბაუმი და გააგრძელოს მოძრაობა
2უფლება აქვს, შემოუაროს შლაგბაუმს და გააგრძელოს მოძრაობა
3აქვს ვალდებულება გაჩერდეს „სდექ" ხაზთან
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი სწორი არ არის

#414

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ" ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ" ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

მოცემულ სიტუაციაში მძღოლი უნდა გაჩერდეს:
1შუქნიშნის გასწვრივ
2უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
3„სდექ" ხაზთან
4უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე

#418

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა.

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება

#420

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი სატრანსპორტო საშუალება არ უახლოვდება.

მოცემულ სიტუაციაში, მოტოციკლის მძღოლი:
1ვალდებულია გაჩერდეს საგზაო ნიშანთან
2ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე
3უნდა დარწმუნდეს, რომ ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს არ უახლოვდება მატარებელი და გაიაროს რკინიგზის გადასასველი

#445

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?
1მოპედის მძღოლებს
2ქვეითებს
3ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს
4ავტომატარებლების მძღოლებს

#59

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე მოხვევისას, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლმა მოხვევა უნდა შეასრულოს დაბალი სიჩქარით და საჭიროების შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები. 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების ტრაექტორიების გადაკვეთისას, გავლის რიგითობის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს მარჯვნიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას.

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში:
1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ ქვეითის მიმართ
3როგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ქვეითის მიმართ

#519

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული" აღნიშნავს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს და იდგმება ზონის ყველა გამოსასვლელში.

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ქვეითების მიმართ
2მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ მოპედის მძღოლის მიმართ
4როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლების მიმართ

#534

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.

ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:
1მძღოლებს
2ქვეითებს

#624

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.12.1 და 1.12.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.12.1, 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი" - აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 – მარჯვნივ, 1.12.2 – მარცხნივ.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდულ ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს?
1I
2II
3III
4IV

#627

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.13.1 და 1.13.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.13.1, 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით?
1I
2II
3III
4IV

#637

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება" - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარცხენა მხრიდან?
1I
2II
3III
4IV

#715

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია" - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
2კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
3ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ

#759

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ" პუნქტის თანახმად 3.18.1 (მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია), 3.18.2 (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია) ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული

#761

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ" პუნქტის თანახმად 3.18.1, 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად ბ) 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია", 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ", 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია" და 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ".

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?
1მხოლოდ I
2მხოლოდ III და IV
3მხოლოდ II
4ყველას

#763

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ი" პუნქტის თანახმად 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია", 3.27 „გაჩერება აკრძალულია" და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში".

მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული

#672

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია" - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.

ამ საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV

#680

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია" - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1ყველა სახის ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
2მხოლოდ უეტლო მოტოციკლით მოძრაობას
3ყველა სახის მოტოციკლით და მოპედით მოძრაობას

#709

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე" - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
2ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
3კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო

#713

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია" - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
2ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ
3კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას

#725

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია" - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1მიუთითებს ხმოვანი სიგნალის მიცემის ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
2აღნიშნავს გზის მინაკვეთს, რომელზედაც აკრძალულია მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობა
3კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად

#734

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 და 3.28 პუნქტების თანახმად: - საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია" - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას. - საგზაო ნიშანი 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით დგომას?
1მხოლოდ II
2მხოლოდ IV
3მხოლოდ I და III
4მხოლოდ I და IV

#813

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა", მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
1გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
2გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს
3გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი

#814

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა", მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა", მძღოლი ვალდებულია:
1მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
2გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
3გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას

#815

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.

ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?
1ვალდებულია ყველა შემთხვევაში
2ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
3არ არის ვალდებული

#1139

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ" რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს მოძრაობის მიმართულებას მხოლოდ პირდაპირ?
1მხოლოდ II და IV
2მხოლოდ I
3მხოლოდ IV
4მხოლოდ III

#1141

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ" რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი რთავს მოძრაობის ნებას მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV

#1143

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან" - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
1ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას
2გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარჯვნიდან
3ცალმხრივ მოძრაობიან გზას

#1146

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან" - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დაბრკოლების გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარცხნიდან?
1I
2II
3III
4IV

#1148

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.6 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.6 „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ" - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას,

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მოძრაობის მიმართულებას მარჯვნივ ან მარცხნივ?
1I
2II
3III
4IV

#1169

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.3.1 „მობრუნების ადგილი" - მიუთითებს მობრუნების ადგილზე. ნიშნები 7.3.1 და 7.3.2 იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.3 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.3 „მოძრაობა მარცხნივ" რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელის მოქმედების ზონაში არ არის აკრძალული მობრუნება?
1მხოლოდ II და IV
2მხოლოდ I და III
3მხოლოდ III და IV
4მხოლოდ II და III

#99

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2მოპედის მძღოლს

#521

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის.

გზებზე მოპედის მართვა ნებადართულია:
112 წლის ასაკიდან
214 წლის ასაკიდან
316 წლის ასაკიდან
418 წლის ასაკიდან

#523

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.

ველოსიპედისა და მოპედის კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ერთ ჯგუფში უნდა იყოს არა უმეტეს:
15 ერთეულისა
210 ერთეულისა
315 ერთეულისა

#524

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.

ველოსიპედისა და მოპედის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად, ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
140-60 მეტრს
260-80 მეტრს
380-100 მეტრს

#526

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.

ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, გზის სავალ ნაწილზე გართულებული მოძრაობის შემთხვევაში, თუ არ შეფერხებს ქვეითთა მოძრაობას, ტროტუარზე გადაადგილების უფლება აქვს:
1ველოსიპედის მძღოლს
2მოპედის მძღოლს
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

#535

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული:
15 წუთზე მეტი ხნით
215 წუთზე მეტი ხნით
3მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით
420 წუთზე მეტი ხნით

#537

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.

აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი არ ეხებოდეს გზის ზედაპირს?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება

#769

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი" - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოეს 8.1.1 დაფით.

მოცემული საგზაო ნიშანი მითითებს:
1გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლებს გააჩნიათ გზის დათმობის ვალდებულება
2გზის თავზე გამავალ ხიდს ან ესტაკადას
3ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები

#772

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.3 „საავტომობილო გზა" - გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
1გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის
2მოძრაობის ზოლს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობისათვის
3სატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილს

#773

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.4 „საავტომობილო გზის დასასრული" - მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს საავტომობილო გზის დასასრულზე?
1I
2II
3III
4IV

#775

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.5 „ცალმხრივმოძრაობიანი გზა" - გზა ან სავალ ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით მოძრაობს.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდაბა ერთი მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV

#781

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.9 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.9 „რევერსული მოძრაობის დასასრული" - მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
1ორმხრივმოძრაობიანი გზის დასასრულს
2რევერსულ მოძრაობიანი გზის მონაკვეთის დასასრულს
3გაქანების ზოლის დასასრულს

#783

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.11 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა" - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV

#786

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.14 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი" - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანხვედრი მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV

#788

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.14 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი" -აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

გზის მარჯვენა მხარეს დადგმული მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება:
1სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე
2სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე

#791

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა" - ტერიტორიას (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ტერიტორიას (ზონას), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დამდგენი წესები?
1I
2II
3III
4IV

#795

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.23.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი" - მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.)?
1I
2II
3III

#826

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.

სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:
1ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს
2ერთი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
3ორი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს

#1335

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
2მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
3მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
4რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

#347

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.

თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1საგზაო ნიშნების მოთხოვნები
2საგზაო მონიშვნის მოთხოვნები

#876

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.

თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:
1უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
2როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
3სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები

#877

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.

მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:
1შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
2გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
3გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე

#948

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:
1თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
2ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
3კანონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად

#952

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.

ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:
1მხოლოდ მარცხენა მხრიდან
2მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
3მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან

#1195

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.3, 8.1,4 პუნქტების თანახმად, დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე" - მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე?
1მხოლოდ II და III
2მხოლოდ I და IV
3მხოლოდ IV
4მხოლოდ III

#1248

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლელს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?
1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
3არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

#1255

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.17 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.17 ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ყვითელი მონიშვნა აღნიშნავს:
1სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და ტაქსის სადგომს
2ხაგრძლივი დასვენებისთვის დგომის ადგილს

#1259

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა "BUS" აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:
1ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
2ველოსიპედებისა და მოპედებისათვის
3სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის

#1260

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.

გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:
1სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე
2სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ

#1261

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.

ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს:
1გზის სავალი ნაწილზე მოძრაობის ზოლების რაოდენობას
2გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი

#498

მნიშვნელოვანია დაზარალებულის მდგომარეობა სწრაფად და მართებულად შეფასდეს. პირველი ეტაპი არის ცნობიერების შემოწმება. მეორე ეტაპი - სასუნთქი გზების გახსნა. მესამე ეტაპი - სუნთქვის კონტროლი. მეოთხე ეტაპი - საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:
1მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
2მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
3როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
4მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება

#500

კანის მე-2 ხარისხის დამწვრობის შემთხვევაში: ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი (თუ ალერგია არ გააჩნია) და დავალევინოთ წყალი.

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
1დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
2გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
3ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი

#505

თუ დაზარალებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი (ორი ჩაბერვა და 30 გულის მასაჟი, ჯამში გულის მასაჟი ერთ წუთში 100).

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა ჩაუტარდეს:
1მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
2მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
3როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი

#498

მნიშვნელოვანია დაზარალებულის მდგომარეობა სწრაფად და მართებულად შეფასდეს. პირველი ეტაპი არის ცნობიერების შემოწმება (არის თუ არა დაზარალებული გონზე). მეორე ეტაპი - სასუნთქი გზების გახსნა მესამე ეტაპი - სუნთქვის კონტროლი. მეოთხე ეტაპი - საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:
1მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
2მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
3როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
4მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება

#500

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
1დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
2გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
3ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი

#543

თუ დაზარალებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა, ერთი ჩასუნთქვა ყოველ 6 წამში, მანამ ვიდრე არ აღუდგება სპონტანური სუნთქვა.

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:
1მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
2მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
3როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი

#588

დამხმარეს გარეშე დაშავებულის გადათრევით გადაადგილება კისრის ან ხერხემლის დაზიანების ეჭვის შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება უნდა მოხდეს შემდეგნაირად - მოათავსეთ დაშავებული მჯდომარე პოზიციაში. დადექით დაშავებულის ზურგს უკან, მკლავები მხრებქვეშ შეუცურეთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან.

თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?
1მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან
2მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან

#592

მუცლის არეში მიღებული ჭრილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ზურგზე დაწოლილი მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით.

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:
1გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
2ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით
3ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
4მჯდომარე მდგომარეობაში

#593

გულის წასვლის შემთხვევაში დაზარალებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით).

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი უნდა:
1დავაწვინოთ გვერდზე მოხრილი ფეხებით
2დავაწვინოთ ზურგზე, ამოვუდოთ თავქვეშ ბალიში, ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი
3დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით)

#598

ერთი ხელის დაზიანების შემთხვევაში დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი ჯერ უნდა გავხადოთ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე.

ერთი ხელის დაშავების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ:
1ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე
2ჯერ დაშავებულ, ხოლო შემდეგ ჯანსაღ ხელზე
3ერთდროულად ორივე ხელზე

#599

ტრამვული შოკის დროს დაშავებულს უნდა გაეწიოს შემდეგი პირველადი სამედიცინო დახმარება - აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები, თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას - დავალევინოთ თბილი სასმელი.

ტრამვული შოკის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს უნდა:
1მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, დავაწვინოთ ზურგზე, თავქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი
2გავხადოთ ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შუბლზე დავადოთ ცივი საფენები
3აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები; თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას, დავალევინოთ თბილი სასმელი

#600

არტერიის დაზიანების დროს სისხლს აქვს ღია-ალისფერი და ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით. არტერიული სისხლდენა საშიშია სიცოცხლისათვის, განსაკუთრებით მსხვილი არტერიის დაზიანებისას, რადგა დაზარალებულმა დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება დაკარგოს დიდი რაოდენობის სისხლი.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:
1ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
2ტანსაცმელი სწრაფად იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
3ტანსაცმელი გაჟღენთილია სისხლით მხოლოდ ჭრილობის ადგილზე, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით

#810

ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელია მუქი-ალუბლისფერი სისხლის სუსტი ნაკადი. აუცილებელია მჭიდრო სახვევის დადება უშუალოდ ჭრილობის ადგილზე. სახვევის ქვედა ფენის სისხლით გაჟღენთვისას, ის არ უნდა მოცილდეს და უნდა დაემატოს ახალი სახვევი.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:
1ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
2ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით

#871

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის ადგილის ზემოთ.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის:
1ადგილის ზემოთ
2ადგილის ქვემოთ
3ადგილზე

#872

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, თუ არა გვაქვს არტაშანის დასამზადებელი მასალა დაშავებულს დაზიანებული და ჯანმრთელი ფეხი უნდა დავამაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით. ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი.

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:
1დაშავებული ფეხის მთელ სიგრძეზე დავადოთ ბინტის სახვევი
2დაშავებული და ჯანმრთელი ფეხი დავუმაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით, ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი

#890

მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების" მოსვლამდე დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე მუხლებ ქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების" მოსვლამდე, იგი უნდა:
1დავაწვინოთ ზურგზე მუხლებქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
2დავაწვინოთ გვერდზე დაუზიანებელ მხარეს, დავადოთ დაშავებულ ადგილზე ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

#913

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია - ტკივილი კისრისა და ზურგის არეში. ტკივილი მატულობს ხელით შეხებისას.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:
1დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება
2დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას

#915

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას არ შეიძლება: - დაზარალებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა; - ჭრილობაზე შეხება; - ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება; - უცხო სხეულების მოცილება.

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:
1მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა
2მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება
3მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
4როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება

#1027

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას გამოიყენება რვიანისებური სახვევი.

როგორი სახის სახვევი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას?
1თავთავისებური
2რვიანისებური
3შურდულისებური

#1190

ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებული უნდა დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, მკერდისკენ თავის დახრით გამოვრიცხავთ სისხლის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრას. ცხვირზე ცივი საფენის დადებით ვცდილობთ სისხლდენის შეჩერებას.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:
1დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
2დავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
3დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი

#1264

თვალის ჭრილობის დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე და თავი წამოვუწიოთ წინ. დაზიანებულ თვალზე უნდა დავადოთ სუფთა საფენი.

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს თვალზე აღენიშნება ჭრილობა, იგი უნდა:
1დავაწვინოთ ზურგზე და წამოვუწიოთ თავი წინ. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
2დავაწვინოთ გვერდზე ჯანსაღი თვალის მხარეს. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
3დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი

#1280

სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად: რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე; უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა:
1რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით
2დაშავებული დავაყენოთ მუხლებზე სახით დაბლა და რამდენჯერმე მუშტი დავარტყათ ზურგზე

#1283

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა ნებადართული არ არის.

ნებადართულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა?
1ნებადართულია
2არ არის ნებადართული

#1284

არტაშანის არარსებობისას ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, დაშავებულს იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე.

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:
1გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
2იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე

#1598

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც ავტობუსის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ

#1600

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა­ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ­მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ თეთრი და ლურჯი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ

#1611

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3არცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ

#1614

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც ტრამვაის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ

#1615

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
2მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
3არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
4როგორც ავტობუსის, ასევე ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ

#1586

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც ავტობუსის მძღოლის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ

#1596

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის მე-5 მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის მკვრივსაფარიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფარიან გზასთან.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ გზაჯვარედინის მარჯვენა მხრიდან შემომავალი გზის საფარი გრუნტოვანია?
1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
3როგორც ავტობუსის, ასევე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ

#1598

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც ავტობუსის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ

#1631

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც ავტობუსის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ

#1634

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ სარგებლობს უპირატესობით მოტოციკლის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3როგორც ავტობუსის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ

#1645

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1არცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ
2მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ

#67

თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.

თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე
2მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა
3მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება

#382

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა" მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.

გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:
1მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ მაქსიმალურ კონსტრუქციულ სიჩქარეს
2მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა" მითითებულ სიჩქარეს
3მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
4როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ მაქსიმალურ კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა" მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს

#819

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?
1უძილობა
2დაღლილობა
3ალკოჰოლის მიღება
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი

#823

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?
1დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
2დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
3დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად

#831

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.

მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:
1გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
2ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
3დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე

#832

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია.

გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
2იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია

#833

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.

ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
2იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა

#835

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.

წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

#837

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.

წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:
1შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით
2შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით
3გაზარდოს სიჩქარე

#838

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.

მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
2მოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით
3მიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით

#839

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ი" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას).

გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
2გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა
3მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება

#840

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „კ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა.

თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია:
1სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მომატება
2კოფეინის შემცველი სითხის მიღება
3სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, შესაძლებლობის შემთხვევაში საჭესთან სხვა მძღოლის დასმა

#841

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ლ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება.

თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:
1უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება
2ორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ
3თვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა

#843

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე.

მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს:
1აგრესიულად, როგორც უპირატესმა გზაზე
2მშვიდად, თუმცა უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
3მშვიდად და არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას, არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე

#850

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1დასაშვებია
2არ არის დასაშვები

#852

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში,

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული

#857

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში?
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატის მიღება განხორციელდა სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
3არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით

#858

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში?
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული, თუ მძღოლი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საერთაშორისო მოძრაობაში
3არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით

#864

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: თ) მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.

სველი ზედაპირის მქონე გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
2მუხრუჭის მკვეთრი გამოყენება ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობას
3მოსახვევში შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოცურების საშიშროების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია სიჩქარის შემცირება მუხრუჭის მკვეთრი გამოყენებით

#865

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ვ) წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.

სატრანსპორო საშულების მოცურების საშიშროება უფრო მაღალია:
1წვიმის დასაწყისში
2წვიმის პერიოდში, მისი დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ
3წვიმის დასრულების შემდეგ

#866

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ზ) წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ქვეითთა მიმართ, რადგან მათი შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია.

წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს:
1ტვირთის გადამზიდავი ავტომობილების მიმართ, რადგან მაღალია ავტომობილის ძარიდან ტვირთის გზაზე გადმოვარდნის საშიშროება
2ქვეითთა მიმართ, რადგან ქვეითთა შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია
3ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მიმართ

#874

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.

თუ მძღოლი სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს უნდა შეასრულოს:
1მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები
2ნებიმიერი სიჩქარით, ვინაიდან გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით
3მხოლოდ მაღალი სიჩქარით, რათა დროულად გაიაროს გზის აღნიშნული მონაკვეთი

#956

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელმაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ვალდებულია გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა ნათლად გამოხატოს სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.

თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:
1სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით
2ხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით

#978

ალკოჰოლის მიღება ზრდის მძღოლის რეაქციის დროს.

როგორ მოქმედებს ალკოჰოლო მძღოლის რეაქციაზე?
1გავლენას არ ახდენს რეაქციაზე
2ამცირებს რეაქციის დროს
3ზრდის რეაქციის დროს

#1055

მძღოლის ემოციური მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?
1დიახ, ახდენს
2არ ახდენს

თქვენი რეკლამის ადგილი

თქვენი რეკლამის ადგილი

თქვენი რეკლამის ადგილი