საგზაო ნიშნები

თქვენი რეკლამის ადგილი

საგზაო ნიშნები მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგებისა და უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სხვადასხვა სახიფათო უბნებთან მიახლოების შესახებ, ზღუდავენ ან კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნის გავლის თანმიმდევრობას, აზუსტებენ ძირითადი ნიშნების მოქმედების ზონას, დროს, მანძილს ობიექტამდე ან ზღუდავენ მათ მოქმედებასნებას.ნიშნის ყოველ ჯგუფს აქვს განსაზღვრული ფორმა და ფერი, რაც მნიშვნელოვან მანძილზე მათი გამოცნობის საშუალებას იძლევა.


1.1. რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი


1.2. რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი


1.3.1. ერთლიანდაგიანი რკინიგზა


1.3.2. მრავალლიანდაგიანი რკინიგზაი


1.4.1.-1.4.6. რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება


1.5. ტრამვაის ხაზის გადაკვეთა


1.6. თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა


1.7.1. მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა


1.7.2.-1.7.7. მეორეხარისხოვანი გზის შეერთება


1.8. წრიული მოძრაობის გადაკვეთა


1.9. შუქნიშნით რეგულირება


1.10. გასახსნელი ხიდი


1.11. სანაპიროზე გასასვლელი


1.12.1. სახიფათო მოსახვევი


1.12.2. სახიფათო მოსახვევი


1.13.1. სახიფათო მოსახვევები


1.13.2. სახიფათო მოსახვევები


1.14. ციცაბო დაღმართი


1.14. ციცაბო დაღმართი


1.16. მოლიპული გზა


1.17. უსწორმასწორო გზა


1.18. ხელოვნური უსწორმასწორობა


1.19. ქვის ასხლეტა


1.20. სახიფათო გზისპირი


1.21.1. გზის შევიწროება


1.21.2. გზის შევიწროება


1.21.3. გზის შევიწროება


1.22. ორმხრივი მოძრაობა


1.23. ქვეითთა გადასასვლელი


1.24. ბავშვები


1.25. ველობილიკის გადაკვეთა


1.26. საგზაო სამუშაოები


1.27. პირუტყვის გადარეკვა


1.28. გარეული ცხოველები


1.29. ქვის ცვენა


1.30. გვერდითი ქარი


1.31. დაბლამფრენი თვითმფრინავი


1.32. გვირაბი


1.33. ხერგილი


1.34. სხვა საფრთხეები


1.35.1.-1.35.6. მოხვევის მიმართულება


1.36.1.-1.36.2. მოხვევის მიმართულება


2.1. მთავარი გზა


2.2. მთავარი გზის დასასრული


2.3. დაუთმე გზა


2.4. მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია


2.5. შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა


2.6. უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან


3.1. შესვლა აკრძალულია


3.2. მოძრაობა აკრძალულია


3.3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია


3.4. სატვირთომოძრაობა აკრძალულია


3.5. მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია


3.6. ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია


3.7. მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია


3.8. საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია


3.9. ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია


3.10. ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია


3.11. მასის შეზღუდვა


3.12. ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა


3.13. სიმაღლის შეზღუდვა


3.14. სიგანის შეზღუდვა


3.15. სიგრძის შეზღუდვა


3.16. მინიმალური დისტანციის შეზღუდვა


3.17.1. საბაჟო გამშვები პუნქტი


3.17.2. საფრთხე


3.17.3. კონტროლი


3.18.1. მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია


3.18.2. მარცხნივ მოხვევა აკრძალულია


3.19. მობრუნება აკრძალულია


3.20. გასწრება აკრძალულია


3.21. გასწრების აკრძალვის დასასრული


3.22. სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია


3.23. სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული


3.24. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა


3.25. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული


3.26. ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია


3.27. გაჩერება აკრძალულია


3.28. დგომა აკრძალულია


3.29. დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში


3.30. დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში


3.31. ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული


3.32. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია


3.33. ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია


4.1.1. მოძრაობა პირდაპირ


4.1.2. მოძრაობა მარჯვნივ


4.1.3. მოძრაობა მარცხნივ


4.1.4. მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ


4.1.5. მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ


4.1.6. მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ


4.2.1. დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან


4.2.2. დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან


4.2.3. დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან


4.3. წრიული მოძრაობა


4.4. ველობილიკი


4.5. ქვეითთა ბილიკი


4.6. მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა


4.7. მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული


4.9.1.-4.9.3. სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება


4.8. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია


5.1. ავტომაგისტრალი


5.2. ავტომაგისტრალის დასასრული


5.3. საავტომობილო გზა


5.4. საავტომობილო გზის დასასრული


5.5. ცალმხრივმოძრაობიანი გზა


5.6. ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული


5.7.1. ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა


5.7.2. ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა


5.8. რევერსული მოძრაობა


5.9. რევერსული მოძრაობის დასასრული


5.10. გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა


5.11. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა


5.12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული


5.13.1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლისმქონე გზაზე გასვლა


5.13.2. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლისმქონე გზაზე გასვლა


5.14. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი


5.15.1. ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები


5.15.2. ზოლზე მოძრაობის მიმართულებები


5.15.3. ზოლის დასაწყისი


5.15.4. ზოლის დასაწყისი


5.15.5. ზოლის დასასრული


5.15.6. ზოლის დასასრული


5.15.7. ზოლებზე მოძრაობის მიმართულება


5.15.8. ზოლების რაოდენობა


5.16. ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი


5.17. ტრამვაის გაჩერების ადგილი


5.18. მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი


5.19.1. ქვეითთა გადასასვლელი


5.19.2. ქვეითთა გადასასვლელი


5.20. ხელოვნური უსწორმასწორობა


5.21. საცხოვრებელი ზონა


5.22. საცხოვრებელი ზონის დასასრული


5.23.1. დასახლებული პუნქტის დასაწყისი


5.23.2. დასახლებული პუნქტის დასაწყისი


5.24.1. დასახლებული პუნქტის დასასრული


5.24.2. დასახლებული პუნქტის დასასრული


5.25. დასახლებული პუნქტის დასაწყისი


5.26. დასახლებული პუნქტის დასასრული


5.27. ზონა დგომის შეზღუდვით


5.28. დგომის შეზღუდვის ზონის დასასრული


5.29. რეგულირებადი სადგომი ზონა


5.30. რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული


5.31. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა


5.32. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული


5.33. ქვეითთა ზონა


5.34. ქვეითთა ზონის დასასრულია


5.35. საავადმყოფო


5.36. შერწყმის ადგილი


6.1. პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი


6.2. ავტოგასამართი სადგური


6.3. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება


6.4. ავტომობილის რეცხვა


6.5. ტელეფონი


6.6. კვების პუნქტი


6.7. სასმელი წყალი


6.8. სასტუმრო ან მოტელი


6.9. კემპინგი


6.10. დასვენების ადგილი


6.11. საპატრულო პოლიციის საგუშაგო


6.12. პოლიცია


6.13. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი


6.14. საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა


6.15. საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა


6.16. საცურაო აუზი ან პლაჟი


6.17. საპირფარეშო


7.1. მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები


7.2. რეკომენდებული სიჩქარე


7.3.1. მობრუნების ადგილი


7.3.2. მობრუნების ზონა


7.4. დგომის ადგილი


7.5. საავარიო გაჩერების ზოლი


7.6. ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი


7.7. ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი


7.8.1. ჩიხი


7.8.2. ჩიხი


7.8.3. ჩიხი


7.9.3. მოძრაობის სქემა


7.9.1. მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი


7.9.2. მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი


7.10.1. მიმართულებების მაჩვენებელი


7.10.2. მიმართულების მაჩვენებელი


7.12. მანძილის მაჩვენებელი


7.11. ობიექტის დასახელება


7.13. საკილომეტრო ნიშანი


7.14.1. მარშრუტის ნომერი


7.14.2. მარშრუტის ნომერი


7.15.1.-7.15.3. სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება


7.16. სდექ ხაზი


7.18.1.-7.18.3. შემოვლის მიმართულება


7.17. შემოვლის სქემა


7.19.1. სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი


7.19.2. სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი


8.1.1.-8.1.4. მანძილი ობიექტამდე


8.2.1.-8.2.6. მოქმედების ზონა


8.3.1.-8.3.3. მოქმედების მიმართულება


8.4.1. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.4.2. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.4.3. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.4.4. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.4.5. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.4.6. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.4.7. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.4.8. სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.5.1. შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები


8.5.2. სამუშაო დღეები


8.5.3. კვირის დღეები


8.5.4. მოქმედების დრო


8.5.5. მოქმედების დრო


8.5.6. მოქმედების დრო


8.5.7. მოქმედების დრო


8.6.1. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.2. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.3. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.4. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.5. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.6. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.7. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.8. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.6.9. სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი


8.7. დგომა გამორთული ძრავათი


8.8. ფასიანი მომსახურება


8.9. დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა


8.10. ავტომობილის დათვალიერების ადგილი


8.11. ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა


8.12. სახიფათო გზისპირი


8.13. მთავარი გზის მიმართულება


8.14. მოძრაობის ზოლი


8.15. უსინათლო ქვეითები


8.16. სველი საფარი


8.17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი


8.18. გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა


8.19. სახიფათო ტვირთის კლასი


8.20.1.-8.20.2. სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი


8.21.1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.21.2. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.21.3. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა


8.22.1.-8.22.3. წინააღმდეგობა


ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს ტრანსპორტის დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა ტრანსპორტის გზის ნაპირზე გასაჩერებლად.


მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2 ხაზის გადაკვეთა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.


ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს.1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.


აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი­ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.


ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტიზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.


მიახლოების ხაზი – (წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანს­პორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.


წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.


განიერი წყვეტილი ხაზი - აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლსშორის (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზებისგადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა). 1.8 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.


აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს, ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშნები) გზებზე, რომლებიც რევერსულად წესრიგდება.


აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.


ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე­ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს.1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.


„სდექ ხაზი” აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის და მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.


აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.


„ზებრა” აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს;


„ზებრა” აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს; 1.14.2 მონიშვნის ისარი უჩვენებს ქვეითთა მოძრაო­ბის მიმართულებას.


აღნიშნავს ქვეითთა გადასასვლელს, სადაც მოძრაობა წესრიგდება შუქნიშნით.


აღნიშნავს ადგილს, სადაც საველოსიპედო ბილიკი კვეთსგზის სავალ ნაწილს.


აღნიშნავს მიმმართველ კუნძულებს სატრანსპორტო ნაკადების გაყოფის ან შეერთების ადგილზე.


აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და ტაქსის სადგომს.


აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1, 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა.


აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან (მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით.


აფრთხილებს 1.13 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ.


წარწერა „სდექ” აფრთხილებს 1.12 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ, თუ ის გამოიყენება 2.5 ნიშანთან შეერთებით.


აჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს.


აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

თქვენი რეკლამის ადგილი

თქვენი რეკლამის ადგილი

თქვენი რეკლამის ადგილი