20 შეკითხვა რომელსაც გამომცდელი გვკითხავს

კითხვები პასუხებით:

1. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის);

2. განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);

3. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე);

4. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს);

5. განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ (პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე);

6.განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა (პასუხი: ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია);

7.განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა (პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში);

8.განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე);

9.განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);

10.განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა);

11.განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი);

12.განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია (პასუხი: უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა);

13.განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე (პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია);

14.განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში (პასუხი: საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები − საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში);

15.განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში (პასუხი: საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას);

16.აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი);

17.აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი);

18.აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა (მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში);

19.აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური);

20. აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი);

ხშირად დასმული შეკითხვები

სულ რამდენი ბილეთის სწავლა მომიწევს ?

- B, B1 კატეგორიაში სულ 921 ბილეთია

რა საბუთები და თანხაა საჭირო თეორიულ გამოცდაზე გასვლისთვის?

ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

რამდენი ხანი აქვს ვადა ჯანმრთელობის ცნობას?

- ჯანმრთელობის ცნობის შსს-ს მომსახურების სააგენტოში წარდგენა მართვის მოწმობის მისაღებად შეგიძლიათ მისი აღებიდან 6 თვის (180 დღის) მანძილზე.

რამდენი წლის ასაკიდან შემიძლია მართვის მოწმობის აღება?

- მინიმალური ასაკი მართვის მოწმობის ყოველი კატეგორიისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, B კატეგორიის მიღება შეიძლება 17 წლის ასაკიდან.

რა ენაზე ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა?

- თეორიული გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ 8 ენიდან ნებისმიერზე. ეს ენებია: ქართული, აფხაზური, აზერბაიჯანული, ინგლისური, სომხური, ოსური, რუსული და თურქული

შეიცვალა თუ არა პრაქტიკის გამოცდის წესი? დაემატა ქალაქში ტარება?

- დიახ, პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა. B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ახალი ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან დაემატა.

მინდა ავიღო X კატეგორია. მხოლოდ ამ კატეგორიის ბილეთები უნდა ვისწავლო?

- დიახ, ყველა ბილეთის სწავლა საჭირო არ არის. უნდა ივარჯიშოთ ბილეთებით მხოლოდ იმ კატეგორიიდან, რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის აღებასაც აპირებთ.

რამდენი ბილეთი შემხვდება ნამდვილ გამოცდაზე? რამდენი შეცდომის დაშვების უფლება მაქვს?

- B კატეგორიის თეორიის ნამდვილ გამოცდაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, დაგხვდებათ 30 ბილეთი. ბილეთებზე პასუხის გასაცემად გექნებათ 30 წუთი და 3 შეცდომის დაშვების საშუალება. მეოთხე შეცდომა გამოცდას გააჩერებს.

რას ნიშნავს B+C Mil კატეგორია?

- ტესტები ბარდება სამხედრო მოსამსახურეების მიერ, რომლებიც იღებენ ერთდროულად B და C კატეგორიის ტრანსპორტის მართვის უფლებას.

ზღვრული ასაკი

მართვის მოწმობას რამდენი წელი აქვს ვადა?

„A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“,„D1E“ და ტრავმაიას კატეგორიებისთვის - 5წლით. საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 3 წლით. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლებისმისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.

როგორ ხდება მართვის მოწმობის შეცვლა/აღდგენა?

- სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნასშემდეგი დოკუმენტები:

როგორ ხდება უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის შეცვლა?

- საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვისმოწმობა, შესაცვლელად უნდა წარადგინოს:

პრაქტიკულ გამოცდაზე რა უნდა ვიცოდეთ ?

- პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს ჩაბარებული უნდა ქონდეს თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს 7 დღეში ერთხელ შეუძლია პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა. შეზღუდვა არ არის დაწესებული ფასიანი გასვლის შემთხვევებში. გარდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე. იმ შემთხვევაში თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესი: გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის ნებისმიერკანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომელსაც საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის ანარაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, აკლდება საჯარიმო ქულები. პრაქტიკული გამოცდაწარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი არ დააგროვებს 39-ზე მეტსაჯარიმო ქულას.

„A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი ელემენტები:

ა) „რვიანი“;

ბ) „ზიგზაგი“;

გ)„საგაბარიტო წრეში მობრუნება“ (მხოლოდ „A“კატეგორიისა და „A1“ ქვეკატეგორიისათვის);

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულგამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) „პარალელური პარკირება“;

ბ) „ზიგზაგი“;

გ)„შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“):

დ) „უკუსვლით პარკირება“ (ბოქსში ავტომობილის უკუსვლით დაყენება);

ე) „რვიანი“;

ვ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“).

„BE“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1“, „C1E“, „D1“ ან „D1E“ ქვეკატეგორიისმართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა გაიაროს შემდეგი ელემენტები:

ა) „უკუსვლით პარკირება“;

ბ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);

გ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“.

ვარ 17 წლის, მინდა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა, ამისთვის აუცილებელია თუ არა მშობლის მოყვანა, ხომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა?

- თუ თქვენ ხართ 17 წლის არასრულწლოვანი, მართვის მოწმობის გამოცდაზე დასაშვებად მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენაც საკმარისია.

ვარ არასრულწლოვანი, ვისარგებლებ თუ არა რაიმე სახის შეღავათით?

- 18 წლამდე პირები თავისუფლდებიან საფასურისაგან:

მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე რა სახის შეღავათებია დაწესებული სოციალურად დაუცველ პირებზე?

- საფასურის 50%-ის გადახდისაგან თავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს: :

სარგებლობენ თუ არა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის დროს სტუდენტური ბარათების მქონე სტუდენტები ფასდაკლებით?

- სტუდენტებზე შეღავათები არ ვრცელდება

კვირის რომელ დღეებში ბარდება მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა?

- სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაჯავშნოთ რიგი. ხოლო პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩასაბარებლად შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს (გარდა თბილისის ერთეულისა), ყოველ დღე - კვირის გარდა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ B, BE, C1, C, D1 და D კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად საჭიროა რიგის დაჯავშნა.

რა დროს უნდა გამოვცხადდე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და რა მოხდება თუ დაჯავშნილ დროს არ გამოვცხადდები გამოცდაზე?

- მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატის აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია. ა ღნიშნულ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50 %) კანონით დადგენილი წესით. რიგის შემდგომი დაჯავშნა დაიშვება წინა რიგის დაჯავშნის დღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ხოლო გამოცდაზე დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 90 კალენდარული დღისა. ზემოთ მითითებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს.

მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში შემდეგი გასვლის უფლება როდის მენიჭება

- პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში იმავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მორიგი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის დაშვება შესაძლებელია ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს 30 კალენდარულო დღისა.

თქვენი რეკლამის ადგილი